weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

ძაღლმა, რომელსაც დუშეთში ყბის ძვლები ჩაუმტვრიეს, ჭამა შეძლო

12:20 ორშაბათი, 15 ივლისი 2019 hits 529

ძაღლი, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმტვრიეს, გადარჩა და ჭამა დაიწყო. ჰასკის ვიდეო დედაღვთისას მონასტრიდან მამა სებასტიანე ნეფარიძემ გაავრცელა. მანამდე, სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ძაღლი ჭამას ვერასოდეს შეძლებდა.

„სასწაული მოხდა! მამა სებასტიანემ დედაღვთისას მონასტრიდან გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ცნობილი ჭოპორტელი ყბამოტეხილი ჰასკი საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს. სად არ გვყავდა და რომელ ექიმს არ ვაჩვენეთ, ყველამ გვითხრა, რომ ძაღლს ქვედა ყბა ისე აქვს ჩალეწილი, სასწაული უნდა მოხდეს, რომ თავისით შეძლოს ჭამა. ეს სასწაული მამა სებასტიანემ მოახდინა. დიდება უფალო შენ ძალას“, – წერს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი სოციალურ ქსელში და ვიდეოსაც აქვეყნებს.

ძაღლთა თავშესაფარის ინფორმაციით, ჭოპორტელმა კაცმა, თანამზრახველთან ერთად, ჰასკი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]