weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შსს დავით გარეჯში, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან მომხდარ ინციდენტს შეისწავლის

13:18 ორშაბათი, 15 ივლისი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.

„ფაქტის შესწავლა დაწყებულია. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა“, – აცხადებს შსს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯში დაძაბული ვითარებაა, გუშინდელი დღიდან ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით, დაძაბულობის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, კელიებს კი ტუალეტად იყენებენ.

სამონატრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დემურ ნიჟარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განაცხადა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს.

„მათი თქმით, არ იციან იქიდან ხატების ამობრძანების გადაწყვეტილება ვინ მიიღო. მეორედ ამოვიდნენ და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს“, – განაცხადა დემურ ნიჟარაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]