weather cur horoscope tv
მარტი 31, 2020

ინგა გრიგოლია არის ძ..ნა და ქვეყნის მტერი – ხაშურის საკრებულოს წევრი

14:18 ორშაბათი, 15 ივლისი 2019 hits 544

„ინგა გრილოგია არის ძ..ნა და ქვეყნის მტერი! გავიმეორებ ათასჯერ“, – წერს ფეისბუქში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ალექსანდრე სიმონიშვილი, რითიც ის მხარს უჭერს სექსისტური კომენტარის ავტორს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის (Qartli.ge) ცნობით, ალექსანდრე სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში „ტვ 4“-ის მიერ გაზიარებულ სტატიაზე დააკომენტარა.

„ინგა გრიგოლია არის ძ..ნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ“, – წერს ალექსანდრე სიმონიშვილი.

Qartli.ge საკრებულოს დეპუტატს დაუკავშირდა, თუმცა ალექსანდრე სიმონიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, „პარტიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა კი განაცხადა, რომ საკითხს გაეცნობა და მას პარასკევს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ წვრმა, ლევან ონიანმა იმ პოსტზე, რომელიც გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს, ინგა გრიგოლიას და შს მინისტრ გიორგი გახარიასთან მის ინტერვიუს ეხებოდა, დაწერა: „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. გუშინ მან განცხადება გაავრცელა და ინგა გრიგოლიას ბოდიში მოუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კომენტარი სხვა ინგაზე იყო და მეგობრული მიმოწერა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა.

საქართველოს ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ ლევან ონიანის ბოდიში საკმარისი არ არის და „ქართულმა ოცნებამ“ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც გაცხადებულია გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და დემოკრატიული განვითარების კურსი, ლევან ონიანის მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები, არ უნდა იკავებდნენ თანამდებობებს“, – აცხადებს ქალთა მოძრაობა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]