weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თბილისში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 16 წლის იყო და ლაგოდეხში ცხოვრობდა

12:37 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

16 წლის გიორგი ბეშკენაძე, რომელიც გუშინ ისანში, მშენებლობაზე დაიღუპა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა და თბილისში სამუშაოდ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ლაგოდეხის მერიაში დაუდასტურეს.

არასრულწლოვანი ბიჭი სოფელ გვიმრიანიდან იყო, ბოლო პერიოდში კი დედასთან ერთად ლელიანში ცხოვრობდა. ის პროზექტურიდან სახლში გუშინვე გადაასვენეს.

არასრულწლოვანი მუშა მრავალსართულიანი შენობის მშენებლობაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, დამსაქმებელმა მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე არასრულწლოვანი არ უნდა დაასაქმოს.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]