weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზუგდიდში ტაძრის ეზოში სუფრა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვეს

22:39 შაბათი, 20 ივლისი 2019
ფოტო © Livepress ფოტო © Livepress

ზუგდიდის მშენებარე საკათედრო ტაძრის ეზოში „ერთიანობის სუფრა“ გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, იქ იმყოფებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომელმაც თქვა, რომ ხელმომწერთა შეხედულებებს იზიარებს და მოთხოვნებს ხელი თბილისში უკვე მოაწერა.

სუფრის გაშლამდე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ტაძარში ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს საინიციატივო ჯგუფის - „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ მოთხოვნებს.

საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ისინი ხელმოწერებს სოდომური ცოდვის წინააღმდეგ აგროვებენ, რომ „ის აღარ იყოს დაკანონებული ანტიდისკრიმინაციული კანონით“. გარდა ამისა, ფალავანდიშვილის განმარტებით, ტელევიზიით ლგბტ ადამიანების „პროპაგანდა უნდა აიკრძალოს და არც პრაიდები ჩატარდეს ამ ადამიანების მხარდასაჭერად“.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 20 ათასამდე ხელმოწერაა შეგროვილი, რომელიც პარლამენტსა და მთავრობას უნდა წარუდგინონ.

რაც შეეხება სუფრას, ფალავანდიშვილის ინფორმაციით, თანხის ნაწილი მრევლმა შეაგროვა, დანარჩენი თანხა ბიზნესმენმა გიორგი ბერიშვილმა გაიღო.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]