weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

დეპუტატ მკოიანს ნინოწმინდის ბაღების დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

12:24 კვირა, 21 ივლისი 2019

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელიც თანხების გაფლანგვასა და მითვისებაშია ბრალდებული, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანს, მასთან ინტიმურ კავშირზე უარის თქმის გამო, ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა და მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით წარუდგინა. საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ორივე მათგანს 9 000–მდე ლარის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. საუბარია თანხაზე, რომელსაც გინოსიანი, სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაცვლად, დროებით მოვალეობის შემსრულებლებს დამატებითი ანაზღაურების სახით უხდიდა.

„როდესაც თანამშრომლები სამსახურიდან მიდიოდნენ, ვიდრე ახალს აიყვანდა, მათ საქმეს სხვა თანამშრომლებს აკეთებინებდა და მერე დამატებით თანხას უნაზღაურებდა. ასეთი შემთხვევები მხოლოდ ორ ან სამ თვეს გრძელდებოდა ხოლმე. გამოძიება კი ნარინეს და მის ბუღალტერს სწორედ ამ თანხების მითვისებას ედავება, რაც არ მომხდარა“, – განმარტავს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

ნარინე გინოსიანიმის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ადანაშაულებს. იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ენზელ მკოიანს მის მიმართ პირადი ინტერესები ჰქონდა და დაემუქრა კიდეც.

„ჩემთან სექსულური კავშირი უნდოდა დაემყარებინა და მეუბნეოდა რომ ახალ მანქანას მიყიდიდა, ბინას გამირემონტებდა, საფრანგეთში წამიყვანდა და მსგავს რაღაცეებს მეუბნეოდა. ტელეფონზეც მელაპარაკა. ერთხელ, კაბინეტში საქმეზე მივედი და კიდევ მსგავსი საუბარი დაიწყო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღო, დამემუქრა, რომ ბაღში საქმეს გამიფუჭებდა“, – აცხადებს ნარინე გინოსიანი.

გინოსიანის ბრალდებასთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ მკოიანს ვერ დაუკავშირდა.

ნარინე გინოსიანის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ენზელ მკოიანის წინააღმდეგ განცხადებით, როგორც გენერალურ ინსპექციას, ასევე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ნინოწმინდის ბაღების საქმეს ერთი წელი სწავლობდა. 2019 წლის 19 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნარინე გინოსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 5 000 ლარი შეუფარდა, მის ბუღალტერს კი 3 000 ლარი. საქმეზე წინასასამართლო სხდომა სექტემბრში ჩაინიშნა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]