weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი საქართველოში არ შემოუშვეს

15:49 კვირა, 21 ივლისი 2019

ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც აპრილიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფებოდა და ორი დღის წინ გაათავისუფლეს, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას მატარებლით ცდილობდა.

სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სუსლიანი ვაგონიდან ჩამოიყვანეს და „გაიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით“.

„ის მოემგზავრებოდა ჩემთან, რათა ხვალ ერთობლივად ჩაგვეტარებინა ბრიფინგი, სადაც იტყოდა, როგორ განვითარდა მოვლენები, ვინ იდგა ამ საქმის უკან, დაასახელებდა თანამდებობის პირებს, ვინც მის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს. მას შემდეგ, რაც ტელევიზიების მეშვეობით ავტეხეთ ყვირილი, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან დამიკავშირდა ქალბატონი იულია და მეუბნება, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ძალის გამოყენებით ჩააბარეს აზერბაიჯანის მხარეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, იულია სუსლიაკს საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.

„კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების , სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ“, – განაცხადეს შსს-ში.

ამჟამად იულია სუსლიაკი „სადახლოს“ გამშვები პუნქტის აზერბაიჯანულ მხარეს იმყოფება, სადაც მასთან შესახვედრად ადვოკატი ჩავიდა.

იულია სუსლიაკი 2019 წლის 25 აპრილს ქუთაისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის 10 შვითან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა. დაკავებულს ბრალი ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობისთვის (ტრეფიკინგი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

2019 წლის 19 ივლისს სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იულია სუსლიაკის საქმე უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა და გამოძიება იქ გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]