weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

11:22 ორშაბათი, 22 ივლისი 2019
ფოტო © აჭარის ტელევიზია ფოტო © აჭარის ტელევიზია

ხულოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, დაშავდა მიკროავტობუსის სამი მგზავრი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ავარიის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა. უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]