weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში დამსვენებლები სავარაუდოდ ხაჭაპურით მოიწამლნენ

12:47 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „მეგობრობაში“ ათამდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც. როგორც აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში რეგიონულ საავადმყოფოში განცხადეს, კვებითი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ხაჭაპურმა გამოიწვია.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს პირღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.

„პაციენტების ნაწილი თვითდინებით მოვიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. მათ შორის 7 ბავშვი იყო, ერთი კი ზრდასრული. მათი მდგომარეობა საშუალო სირთულის იყო. ყველას პირველადი დახმარება გაეწია და გაწერილი იქნა ბინაზე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც პაციენტები და თანხმლები პირები ყვებოდნენ მიირთვეს ხაჭაპური, რომელიც კვერცხიანი იყო“, – უთხრა აჭარის ტელევიზიას ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მიმღების ექიმმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან 6 პირის მსუბუქი ინტოქსიკაციის შესახებ მიიღეს შეტყობინება, რის შემდეგაც სასტუმრო „მეგობრობის“ კვების ბლოკი შეამოწმეს. სააგენტოს განმარტებით, ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია საკვების ნიმუშები, რომლის კვლევის შედეგებიც მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]