weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პანკისის ხეობაში „ხადორობა 2019“ აღინიშნა

13:02 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით პანკისის ხეობაში, სოფელ ხადორში, „ხადორობა 2019“ აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სოფელში აშენებულ ეკლესიაში პარაკლისი აღავლინა, დაჯილდოვდა სოფელ ხადორში მუდმივად მცხოვრები უხუცესი ქალბატონი - ელო წიწუაშვილი, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, გამოიფინა ქართული რეწვის ნიმუშები, მოეწყო ფშაური სამზარეულოს კუთხე, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ტრადიციულ ფშაურ სამზარეულოს.

სახალხო დღესასწაული - „ხადორობა“ წელს პირველად აღინიშნა და ის ყოველწლიურად ჩატარდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, მეუფე აბბა ალავერდელი დავითი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, მერის მოადგილეები ზაზა მიგრიაული და ვანო ნასყიდაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]