weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა

17:59 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

გორში, მეჯუდას სანაპიროზე, „კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომელი „ზილის“ მარკის ავტომანქანიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 50 წლამდე მამაკაცი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

Qartli.ge-სთან „გორმედის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ვიდრე, ექიმი არ გამოვა“, – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

Qartli.ge-ის ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანაზე მდგარ მუშას ხელში ბანერი ეკავა. მან სავარაუდოდ თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]