weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს

10:36 ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019

ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა, რომლებიც ხელფასის მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, მუშაობა განაახლეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს, Jnewsის ინფორმაციით, დამსაქმებელი კომპანია მუშებს დაპირდა, რომ მათ სახელფასო დავალიანებას დღეს, 14:00 საათამდე დაფარავს.

კომპანია „დემირიოლ სერვისთან“ მოლაპარაკებებს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალის უფროსი, აზამატ ბაგიროვი აწარმოებდა.

Jnew-ის ცნობით, კუთვნილ ხელფასს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული 120–მდე ადამიანი ითხოვს. მათ ნაწილს სამი თვეა ხელფასი არ აუღია, ნაწილი კი 4–5 თვის ნამუშევარის ანაზღაურებას ითხოვს. ხელფასების მოთხოვნით ისინი ივლისის დასაწყისში გაიფიცნენ, რის შემდეგაც დამსაქმებელმა დავალიანების ნაწილი – ერთი თვის ხელფასი გადაუხადა.

მუშების განცხადებით, არაერთხელ მოატყუეს, რომ ხელფასებს გადაუხდიდნენ.

„ახლა ეს კომპანია მუშაობას ასრულებს, მიდის და ხალხს ფულის გარეშე ტოვებს. თვეების, წლების განმავლობაში არ იხდიან ხელფასს. გვპირდებიან, მაგრამ პირობას არ ასრულებენ. ყველას თავისი პრობლემა აქვს, ხალხი ოჯახებში დაბრუნებას ვერ ახერხებს“, – უთხრა ერთ–ერთმა დასაქმებულმა Jnews–ს.

გუშინ, 23 ივლისს, თურქეთიდან სადგურ „ახალქალაქში“ ტვირთი შემოვიდა, რომელიც ხუთი ვაგონისგან შედგებოდა. Jnews–ის ცნობით, მუშებმა უარი თქვეს ვაგონების გადმოტვირთვაზე, ისინი რელსებზე დასხდნენ და განაცხადეს, რომ მუშაობას მანამდე არ გააგრძელებდნენ, ვიდრე კომპანია მათ წინაშე არსებულ დავალიანებას არ დაფარავდა.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]