weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სიღნაღში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

10:25 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან 15 კილომეტრში, სოფელ ქვემო ბოდბესთან იყო.

ბიძგები 18 ივლისს, 2:36 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.

ბოლო პერიოდში საქართველოსა და მისი საზღვრების მიმდებარედ სეისმური აქტივობა ფიქსირდება.

8 ივლისს 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რაჭაში, ქალაქ ონიდან 2 კილომეტრში. 5 ივლისს, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. 4 ივლისს, 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სომხეთში, შირაკის ოლქში, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მდებარეობს. 1-ელ ივლისს მიწისძვრა იყო საქართველოში. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან მდებარეობდა და მისმა სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა. 7 ივნისს, კი 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]