weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ხულოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

14:02 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომთან ავტომობილი სამანქანო გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

მერის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, გარდაცვლილები არასრულწლოვანი გოგო და მისი ბაბუა არიან. ისინი სავარაუდოდ მთაში მიდიოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]