weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

20 ივნისის აქციის საქმეზე „ნაკრესის“ პროგრამის ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძე დააკავეს

21:34 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019
ფოტო ბეჟან ლორთქიფანიძის ფეისბუქ გვერდიდან ფოტო ბეჟან ლორთქიფანიძის ფეისბუქ გვერდიდან

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით დღეს დაკავებული ხუთი პირიდან ერთ-ერთი სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ზოოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლორთქიფანიძე „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“.

ბეჟან ლორთქიფანიძის გარდა ამავე საქმეზე დაკავებული არიან პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი  ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ სამი პირი.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.

1996 წელს დაბადებული გ.ჯ.-მ სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში;

1990 წელს დაბადებული თ.დ. ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი ხალხის მასაში გაათრია;

1972 წელს დაბადებული ი.მ. ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, – აცხადებენ შსს-ში.

 

შსს-ს მონაცემებით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]