weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახალციხის მერის კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებს ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს

11:37 პარასკევი, 26 ივლისი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იმ ტენდერებს სწავლობს, რომლებშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, 29-დან 15 ტენდერი სწორედ ასეთმა კომპანიებმა მოიგეს.

ანტიკორუფციულ სააგენტოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რეაგირებისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა. ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2014 წლის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის – ჯერ გამგებლის, ხოლო შემდეგ მერის თანამდებობაზე ზაზა მელიქიძის არჩევის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. კვლევის თანახმად, ხშირ შემთხვევაში, კომპანიები ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ. საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ 2014 წლამდე ზაზა მელიქიძეს ოთხი კომპანია ჰქონდა დარეგისტრირებული, თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არ მონაწილეობდნენ.

კვლევაში ნათქვამია, რომ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ზაზა მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლის და და ცოლის ძმა დანიშნა. მისი კომპანიის ყოფილი ფინანსური მენეჯერი კი მერიაში პირველ მოადგილედ აიყვანა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩნდება კითხვის ნიშნები ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებითაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით ზაზა მელიქიძე მედიასთან კომენატს არ აკეთებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]