weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აშშ-ის დაფინანსებით საქართველოს რვა მოქალაქე წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში ისწავლის

12:07 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

საქართველოს რვა მოქალაქე აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის. სტუდენტებს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ მიულოცა.

ანა ჩხეიძე, ბაკურ კვარაცხელია, ქამრან მამედოვი, გიორგი გაჩეჩილაძე, მარიამ ტაბატაძე, მარიამ კვანტალიანი, ნინო კინწურაშვილი და მარიამ ჩიხლაძე აშშ-ში სასწავლებლად შემოდგომაზე გაემგზავრებიან.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. 2014 წლიდან დღემდე ამ პროგრამით 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში.

2016 წლის ივლისში, საქართველოში ვიზიტის დროს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოს მთავრობასთან ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 2018 წლიდან გაორმაგდება.

ფულბრაიტის პროგრამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო აფინანსებს. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ და საქართველოს ბანკი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]