weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლი მყინვარწვერზე ადის

13:01 პარასკევი, 26 ივლისი 2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მან [ელიზაბეთ რუდმა] ეს ფოტოები გამოგვიგზავნა და გვთხოვა თქვენი რეკომენდაციები, რა მოინახულოს ყაზბეგში? მოგვწერეთ რჩევები კომენტარებში“, – წერს საელჩო „ფესიბუქზე“.

ელიზაბეთ რუდი რუსეთის ტურისტული ემბარგოს შემდეგ საქართველოში დაწყებულ კაპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო. დაახლოებით ერთი თვის წინ საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე რამდენიმე ფოტო გამოქვეყნდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ელიზაბეთ რუდის მოგზაურობას ასახავდნენ. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საზოგადოებას საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]