weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება „რუსთავი 2“-ის საკითხზე მისი აქტივობის შედეგია – დვალი

15:12 პარასკევი, 26 ივლისი 2019
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასა და „რუსთავი 2“ საკითხზე მის აქტივობას შორის კავშირს ხედავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უამრავი აბსურდი თქვა, პირდაპირ რომ დავარქვათ, აბსოლუტური სისულელეები, „რუსთავი 2“-ის საკითხსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ. ამ აქტივობის შედეგია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია“, – განაცხადა დავით დვალმა პარლამენტში, სადაც „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთ დამფუძნებელთან, ჯარჯი აქიმიძესთან ერთად დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ, 25 ივლისს დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ოქრუაშვილს ბრალად 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის და არა ქიბარ ხალვაშს. ოქრუაშვილის მტკიცებით, „რუსთავი 2“ 2004 წელს შეიძინა, რისთვისაც 1 მლნ 200 ათასი დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ჯემალ იმნაიშვილის ხელით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუხადა, გარდა ამისა, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა კომპანია „ჯორჯიან ონლაინის“ 10%-იანი წილი, რაც დაახლოებით 800 ათასი დოლარი იყო.

ოქრუაშვილმა სასამართლოსაც მიმართა და „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადება მოითხოვა, თუმცა მისი განცხადება სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]