weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თუშეთის გზაზე სამაშველო ღონისძიებებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

16:14 შაბათი, 27 ივლისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ხევში გადავარდნილია ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი. თუშებების თქმით, კი ავტოსაგზაო შემთხვევა „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანას მოუდხა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]