weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2020

ჯგუფურ ძალადობაში მორის მაჩალიკაშვილის მონაწილეობა ამ ეტაპზე არ დასტურდება – EMC

16:56 შაბათი, 27 ივლისი 2019 hits 667
ფოტოზე მორის მაჩალიკაშვილი ფოტოზე მორის მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვიდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილს, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა, სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დაიცავს.

EMC-ის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანო დაკავებულს 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გადანაშაულია.

საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, მორის მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის წინ, სადაც სხვადასხვა პირები ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ. ამ ქმედებებში მონაწილეობას იღებდა მორის მაჩალიკაშვილი, კერძოდ, ურტყამდა პოლიციის თანამშრომლებს და მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში.

„ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილმა განახორციელა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, მით უფრო ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა ან რაიმე სხვა ძალადობრივი ქმედება“, – აცხადებს EMC.

არასამთავრობო ორგანზაცია მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის მოვლენები პროკურატურის მხრიდან დეტალურ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს.

„225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მტკიცებისთვის პროკურატურამ მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა უნდა შექმნას, სადაც აშკარად და რეალურად ჩანს პოლიციის დაზიანების, ძალადობის განხორციელების და პარლამენტში შეღწევის მიზნით კორდონის გარღვევის აქტიური და აშკარა განზრახვა შეკრების მონაწილის მხრიდან. ჩვენი შეფასებით, ამ ეტაპზე მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე გაზიარებული საქმის მასალები და მტკიცებულებები ამ გარემოებას ვერ ადასტურებს“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ კიდევ ორი პირი დააკავეს. როგორც გაირკვა ერთ-ერთი მათგანი მორის მაჩალიკაშვილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]