weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუშეთის გზაზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

21:05 შაბათი, 27 ივლისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. რამდენიმე წუთის წინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი დაშავებული შეიყვანეს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ხევში „კამაზის“ ტიპის ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც ათზე მეტი ადამიანი იყო. ისინი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან და სოფელ ბეღელაში მიდიოდნენ, სადაც ხვალ ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.

ფოტოკადრი ტელეკომპანია „იმედის“ მასალიდან

ავტოსაგზაო შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. როგორც შსს-ში, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში მომხდარის შესახებ დამატებითი ცნობები არ აქვთ. როგორც ამ უწყებების პრესსამსახურებში აცხადებენ, ადგილზე, სადაც ავტოავარია მოხდა, სატელეფონო კავშირი არ არის, რის გამოც ინფორმაცია ვერ იღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]