weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუშეთის გზაზე 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

22:47 შაბათი, 27 ივლისი 2019
ფოტოკადრი ტელეკომპანია „იმედის“ მასალიდან ფოტოკადრი ტელეკომპანია „იმედის“ მასალიდან

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე დღეს, 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება.

როგორც დაშავებულები, ისე გარდაცვლილები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი სოფელ ბეღელაში მიდიოდნენ, სადაც ხვალ ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.

ავტოსაგაო შემთხვევა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია. მაშველებმა დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ 5 ადამიანმა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს“, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]