weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

2019 წლის ექვს თვეში ოჯახში მოძალადეების მიმართ 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა

12:50 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, პოლიციამ 5399 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, საიდანაც შეკავების პირობები 144-მა პირმა დაარღვია.

ყველაზე მეტი – 2655 ორდერი თბილისში გამოიცა. მას მოსდევს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 563; ქვემო ქართლი – 477; კახეთი – 443; აჭარა – 428; შიდა ქართლი – 345; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 258; მცხეთა-მთიანეთი –131; სამცხე-ჯავახეთი – 66; გურია – 33.

2019 წლის 6 თვეში კი შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს.

„შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში - ქალი.

მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ. შესაბამისად, მოვუწოდებთ მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს მოძალადე“, – აცხადებს შსს.

შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა სისხლის სამართლის წესით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის ექვს თვეში შემაკავებელი ორდერების გაცემის მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. გასული წლის ექვს თვეში პოლიციამ 3292 შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]