weather cur horoscope tv
ივლისი 15, 2024

გორში სახალხო დამცველის ოფისი გაქურდეს

16:37 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

ქალაქ გორში სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი გაქურდეს. სახალხო დამცველის განცხადებით, ქურდებმა პორტატული სამუშაო კომპიუტერი წაიღეს, რომელშიც რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და განმცხადებელს შორის არსებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს კონფიდენციალობას. შესაბამისად, კომპიუტერში არსებული მასალის რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს განმცხადებელთა ინტერესები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც შიდა ქართლია“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]