weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

საჯარო რეესტრი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეს ნაკვეთს არ ურეგისტრირებს

16:57 ოთხშაბათი, 31 ივლისი 2019 hits 855

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ილია ბერუაშვილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთს საკუთრებაში არ ურეგისტრირებს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, უწყება სასამართლოში დავობს, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია.

სამი წლის განმავლობაში ილია ბერუაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავა ჯერ გორის რაიონულ, ხოლო შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოუგო.

„საჯარო რეესტრმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოც წააგო და დაევალა, რომ დაარეგისტრიროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჩემს სახელზე, მაგრამ საჯარო რეესტრი ისევ ასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში. ახლა ველოდებით, მიიღებს თუ არა უზენაესი სასამართლო წარმოებაში აღნიშნულ საქმეს.

მე ვამტკიცებ, რომ ეს ტერიტორია არის ჩემი. შესაბამისად, არის საქართველოს ტერიტორია“, – ამბობს ილია ბერუაშვილი.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ილია ბერუაშვილის გარდა მიწის რეგისტრაციის პრობლემა ათამდე დიცელ ოჯახს აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]