weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახმეტაში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

13:49 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტაში დააკავეს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელსაც ბრალად ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

საქმე ეხება 28 ივლისს, თბილისში მომხდარ ოჯახურ კონფლიქტს, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე.ს.-მ მეუღლეს, 1969 წელს დაბადებულ მ.ო.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

„შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს. წარსულში აღნიშნული პირების მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი არ ფიქსირდება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება მეუღლის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]