weather cur horoscope tv
ოქტომბერი 28, 2020

მაშველებმა ლენტეხში, მთებში დაკარგული შვეიცარიელი ტურისტები გადაარჩინეს

15:41 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019 hits 414

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშვებელბმა ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ, მთებში დაკარგული შევეიცარიის ორი მოქალაქე გადაარჩინეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინების მიღების შემდეგ, ტურისტების დასახმარებლად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათკაციანი ქვეითი ჯგუფი გავიდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფის და გარემო პირობების გათვალისწინებით, დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გადაწყვეტეს. ტურისტების პოვნას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც შვეიდარიის მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს.

„მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]