weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

11:05 შაბათი, 03 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა. მანამდე, ეს თანამდებობა კახაბერ ქემოკლიძეს ეკავა, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, აქამდე მიხეილ დაუშვილი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, 2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი შს სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე.

„მიხეილ დაუშვილს 2017 წლის მაისიდან დეკემბრამდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ხოლო, 2016-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. 2015-2016 წლებში მიხეილ დაუშვილი მუშაობდა ეკონომიკური საბჭოს აპარატში სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. 2010-2015 წლებში საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. ხოლო, 2015 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში“, – აცხადებენ შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]