weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მღვდელი გამშველებლი იყო – დეკანოზი ჯაღმაიძე სამტრედიის ინციდენტზე

16:26 შაბათი, 03 აგვისტო 2019
ფოტო ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქიდან ფოტო ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქიდან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს, რომ სამტრედიაში, ქალსა და მის ერაყელ მეუღლესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში სასულიერო პირი მონაწილეობდა.

როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, სასულიერო პირი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა.

„გამშველებელს მეტი ხვდებაო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში მოხდა ინციდენტი, სადაც ქართველ ქალბატონს და მის ერაყელ მეუღლეს უსიამოვნო შემთხვევა მოუხდათ მოქალაქეებთან. სამწუხაროდ ძალიან ორაზროვნად იყო ნახსენები ამ ინციდენტთან სასულიერო პირის კავშირი. ორაზროვნების გასაფანტად და სიცხადის შესატანად სამტრედიაში მოვინახულე მამა იოაკიმე. გაირკვა შემდეგი: ინციდენტი მოჰყვა ყოფით საგზაო შემთხვევას, დამოუკიდებლად ეროვნული ნიშნისა, სასულიერო პირი კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია.

„სასულიერო პირის ორაზროვნად ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს იგი ძალადობდა, რაც სრულიად აცდენილია რეალობას. ბუნებრივია სასულიერო პირი ასეთ შემთხვევაში გამშველებლის როლში აღმოჩნდებოდა და ბუნებრივია ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მას მოძალადეობას დააბრალებდნენ“, – წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

პირველ აგვისტოს ქეთი კამკამიძემ განაცხადა, რომ მას და მის ქმარს, რომელიც ერაყის მოქალაქეა, სამმა ადამიანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქალის თქმით, მის მეუღლეს მღვდელმაც დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, 2 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს - ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – განაცხადეს შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]