weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინაში ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

17:52 შაბათი, 03 აგვისტო 2019

უკრაინაში, ოდესაში სამართალდამცველებმა დააკავეს საქართველოს 35 წლის მოქალაქე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 14 წლის წინ საქართველოში მკვლელობა ჩაიდინა.

ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2005 წლის ოქტომბერში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. 2011 წელს მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

ოდესაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პრიმორსკის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 40 დღით დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ პერიოდში მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი უნდა გადაწყდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]