weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მაშველებმა თუშეთში ტურისტი გადაარჩინეს

21:55 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, აწუნთის უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან სლოვენიის მოქალაქე, 72 წლის მამაკაცი გადმოვარდა. მოტეხილობების გამო მას მაშველების დახმრება დასჭირდა.

მაშველების მისვლამდე დაშავებულს მეთვალყურეობას უცხოელი ტურისტები უწევდნენ.

„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლის შემდეგ მაშველებმა დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო, დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო. საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ველო-ტურში მყოფი ტურისტები დაზღვევით სარგებლობდნენ, რის გამოც კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს. დაშავებული მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები უსაფრთხო ადგილამდე გზას შსს-ს მაშველების მეთვალყურეობით აგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]