weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გორში, ომის დროს დაზიანებულ კედელზე სტენსილი დახატეს

16:32 ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019

2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, გორში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაზე, რომელსაც ომის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა, სტენსილი დახატეს. კედელზე მავთულხლართებთან მდგომი პაპა და შვილიშვილი არიან გამოსახულები. გოგონას ხელში მაკრატელი უჭირავს, როგორც კონფლიქტის გადაჭრის სიმბოლო.

სტენსილის ავტორი ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა.

„იდეა არის ის, რომ მოხუცი კაცი და მისი შვილიშვილი საოკუპაციო ხაზთან დგანან და „საზღვარზე“ ამოსული ხის ნაყოფი ცვივა მეორე მხარეს. ამით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი. გარკვეულწილად, იმედის ნაპერწკალიც არის ჩადებული - პატარა ბავშვს უჭირავს რკინის მაკრატელი, რომლითაც, სავარაუდოდ აპირებს იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც დღეს დგას“, – უთხრა Qartli.ge-ის სტენსილის ავტორმა.

სტენსილი „საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში გაკეთდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ყველა ფორმით შეხსენება იმის, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ეს ტრაგედია. არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ამ ომის დროს; რომლებმაც დაკარგეს სახლ-კარი და ყოველდღიური საფრთხის წინაშე არიან“, – განაცხადა გიგაურმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]