weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა

11:56 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა.

„ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდა შემდეგ ლოკაციებზე:

  1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – გრიგოლეთი) 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი) 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  3. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი სუფსა – ფოთი) 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი>ბათუმი) 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ფოთი) 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  6. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ბათუმი) 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  7. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ფოთი) 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  8. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ქობულეთი) 62-ე კილომეტრამდე (ციცინათელა – ქობულეთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  9. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრიდან (ციცინათელა – ურეკი) 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი) ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრამდე (ნატანები – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
  11. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრიდან (ნატანები – ურეკი) 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილზე, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 4 ადგილზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე - 8 ადგილზე, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი - 2 ადგილზე.

„სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 652 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 - ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]