weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოგებული მანქანიდან წილის გამოძალვისთვის დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს

13:04 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულები მოქალაქეს ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის წილს სძალავდნენ.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბ.ს. (მეტსახელად „თეთრონი“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი დ. კ. (მეტსახელად „ჩინა“), 1991 წელს დაბადებული მ.ე. (მეტსახელად „ბუთა“) და 1983 წელს დაბადებული დ. ჯ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები ჯგუფურად, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1994 წელს დაბადებულ მოქალაქეს უკანონოდ სძალავდნენ ონლაინ ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის - „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ ღირებულების ერთ მესამედს - 10 000 აშშ დოლარს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]