weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პირველად ბათუმის ბულვარში ადაპტირებული პლაჟი მოეწყო

13:38 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. მსურველებს მათი გამოყენება უფასოდ შეუძლიათ.

მოწესრიგდა ინფრასტრუქტურაც - დაიგო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, მოეწყო საშხაპე-გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო.

„დღეს შესაძლებელია, რომ დამოუკიდებლად ჩავიდე ზღვაში. ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი: 25 წელია ეტლში ვზივარ და პირველად ჩავდივარ ზღვაში. ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან თეა კაკაბაძემ.

სანაპირო ზოლზე ადაპტირებული პლაჟი ამ დრომდე არ ყოფილა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]