weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Thirty Seconds to Mars-ის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დაინიშნება

15:00 შაბათი, 10 აგვისტო 2019

ჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი თბილისიდან 12:40 საათზე გავა და საკონცერტო დარბაზთან 17:25 საათზე ცავა. ბათუმში ჩასვლის დრო 18:23 საათია. რაც შეეხება უკანა გზას ბათუმიდან მატარებელი 23:50 საათზე გამოვა, Black Sea Arena-ს ბაქანზე 00:38 საათზე იქნება, თბილისში კი 05:15 საათზე იქნება.

ამასთანავე, 13 აგვისტოს, თბილისიდან და ბათუმიდან გამოსულ მატარებლებს № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს, მატარებელს №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]