weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს – ილია II

17:52 კვირა, 11 აგვისტო 2019 hits 565

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ახალგაზრდობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი თაობა ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს ის ღმერთს გამოსტაცოს.

„მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელშიც იმყოფება დღეს.

ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალაგაზრდებისგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დაძლევენ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, მაგალითი არა სხვისგან, არამედ ჩვენი წინაპრებისგან უნდა ავიღოთ, რომლებიც „დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]