აგვისტო 20, 2019
weather cur horoscope tv

თელავის რაიონში, სარწყავ არხში ბანაობისას 7 წლის ბავშვი დაიხრჩო

17:54 ორშაბათი, 12 აგვისტო 2019 hits 3838
ფოტო © ipress.ge ფოტო © ipress.ge

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 7 წლის ბიჭი სარწყავ არხში დაიხრჩო. სოფელში მერის წარმომადგენელმა, დავით სუმბაძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ ბავშვი საბანაოდ თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა.

„სარწყავი არხი სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია. ბავშვები სარწყავ არხში საბანაოდ გაპარულები იყვნენ. ერთ-ერთმა, 7 წლის ბიჭმა წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მას შემდეგ რაც ბავშვები სოფელში ამოვიდნენ, 112-ში დავრეკეთ. სამძებრო სამუშაოების შედეგად ცხედარი მალევე იქნა ნაპოვნი“, – ამბობს დავით სუმბაძე.

მისივე ინფორმაციით, სარწყავ არხს დამცავი ჯებირები არ აქვს. მერის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი შემთხვევა ვარდისუბანში აქამდე არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]