weather cur horoscope tv
დეკემბერი 12, 2019

ტვ პირველი: ჩვენს ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა

11:31 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019 hits 287

ტელეკომპანია „პირველი“ აცხადებს, რომ გამთენიისას მათ ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც ტელეარხის სრული პარალიზება გამოიწვია.

„შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“ და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, – ნათქვამია „ტვ პირველის“ განცხადებაში.

როგორც „რეგინფოს“ არხის კომერციულმა დირექტორმა, ნანა აბურჯანიძემ განუცხადა კიბერშეტევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს.

„კიბერშეტევა განხორციელდა იმ სერვერზე, სადა ყველა ფაილი ინახება და პირდაპირ ეთერში გასვლა ხდება. ვცდილობთ, რომ აღმოვფხვრათ, რათა ეთერში დავბრუნდეთ. საკმაოდ მძიმე შეტევა იყო“, – ამბობს ნანა აბურჯანიძე.

ამ დროისთვის „ტვ პირველზე“ მხატვრული ფილმების ჩანაწერის გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]