weather cur horoscope tv
დეკემბერი 12, 2019

მაშველებმა მცხეთაში, ტყეში დაკარგული 66 წლის კაცი იპოვეს

15:23 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019 hits 299

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სამაშველო ჯგუფმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელუბნის მიმდებარედ, ტყეში დაკარგული 66 წლის მამაკაცი იპოვა.

სამძებრო სამუშაოები გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების შემდეგ დაიწყო.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ, მათ მამაკაცი უვნებლად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]