weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აგვისტოს ომზე მომზადებული მასალის მთავარ ხაზს ვემიჯნებით - იმედის ჟურნალისტების ნაწილი

14:40 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილი ტელევიზიის ეთერით გასული ფილმის, „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ მთავარ ხაზს ემიჯნება. ამ დროისთვის ტელევიზიის 20-მდე ჟურნალისტმა სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე იდენტური შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა:

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“

ფილმი სახელწოდებით „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ ტელეკომპანია იმედის ეთერით 11 აგვისტოს გავიდა. მედია კრიტიკის პლათფორმა „მედიაჩეკერი“ ფილმის შესახებ წერს, რომ იგი იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს:

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი პირადად სააკაშვილს და ზოგადად მის გარემოცვას სდებს ბრალს 2008 წლის ომის დაწყებაში, საერთოდ არ ჩანს მისი ან მისი გუნდის პოზიციის წარმოჩენის მცდელობა. სიუჟეტი ცალმხრივად, მანიპულაციურად აჩვენებს განვითარებულ მოვლენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილმი შეიქმნა არა აგვისტოს ომის და მანამდე განვითარებული მოვლენების გამოსარკვევად, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობის წარმოსაჩენად“, - წერს „მედიაჩეკერი“.

უცნობია ვინ არის ფილმის ავტორი. ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა.

„პროდიუსერი ვარ მე, რეპორტაჟი დამზადდა უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით, რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა, ფილმის ავტორი არის, ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტურას. ამ ფილმის ავტორია, დევნილები, რომლებიც ამ ავანტურის მსხვერპლები არიან და ბოლოს, ამ ფილმის ავტორია ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ეს ყველაფერი და, რომელსაც უბრალოდ 11 წელი უკრძალავდნენ სიმართლის თქმას“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]