weather cur horoscope tv
მაისი 27, 2020

საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით შსს-მ 25 წლის კაცი დააკავა

16:41 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019 hits 222

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს თავს დაესხა და იარაღის მუქარით 10 000 ლარი გაიტაცა. პოლიციამ 25 წლის კაცი რამდენიმე დღეში დააკავა, სამინისტროს ცნობით, იგი დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე 1-ლი, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]