weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მარნეულის სასურსათო ქარხანა წითელი ტყემლის გაყიდვას აჩერებს

23:02 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ აცხადებს, რომ აჩერებენ იმ ტყემლის საწებლის რეალიზაციას, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. კომპანია აპირებს, გამოყენებული ყველა დამხმარე მასალა და მზა პროდუქტი საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში გამოსაკვლევად გაგზავნოს.

„სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი.

ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას.

ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის“, – აცხადებენ კომპანიაში.

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ დღეს გამოაქვეყნა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელშიც, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩენილია არასაკვები დანიშნულების საღებავები. ასეთი პროდუქტებია: შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური; შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ - ტრადიციული წითელი ტყემალი; შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo; შპს „ეს“ - ეს აჯიკა; შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე; თეთნულდი - მშრალი აჯიკა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]