weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებს პოლიციამ გუგუტიანთკარისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა

15:30 პარასკევი, 16 აგვისტო 2019
ფოტოკადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან ფოტოკადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრებს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარისკენ მიდოდნენ, მერეთის პოლიციის შენობასთან სამართალდამცველებმა გააჩერეს და გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

როგორც „რუსეთი ოკუპანტიას“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ჭარხალაშვილმა განაცხადა, მათ განუმარტეს, რომ სოფელში მათივე უსაფრთხოების დაცვის გამო არ უშვებენ.

„მივდიოდით გუგუტიანთკარში, იმ ყველაფრის გასაპროტესტებლად, რაც იქ ხდება, თუმცა არ შეგვიშვეს. ჩვენ პოლიციელებს ვუთხარით, რომ გზას ფეხით გავარგძელებდით, თუმცა არ დაგვთანხმდნენ და გზა გადაგვიკეტეს. მე და ჩემი მეგობრები არაერთხელ ვყოფილვართ საოკუპაციო ხაზთან – ატოცშიც, ყარაფილაშიც. თუ იქ შევდივართ და ახლოს არიან რუსები თავიანთი საგუშაგოებით, იქ არ არის მისაღები უსაფრთხოების ზომები? უბრალოდ, აქ მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება – მათ არ უნდათ იმ ადამიანებს მხარში დავუდგეთ, რადგან იგრძნონ, ვითომ მთავრობაა მხოლოდ ამ ყველაფერში ჩართული და არა საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამდენი ხანია ვებრძვით ოკუპაციას და დავდივართ საოკუპაციო ხაზზე“, – განაცხადა ანა ჭარხალშვილმა.

მისივე თქმით, პოლციამ მათ კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება შეუზღუდა, რის გამოც სასამართლოში იდავებენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთაობაშია“ ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ რამდენიმე დღეა სოფელში შესვლის საშუალებას არც მათ აძლევენ, რითიც, ქაცარავას თქმით, ხელისუფლება „ბორდერიზაციის“ პროცესისთვის სასათბურე პირობებს ქმნის.

სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღეა საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებენ, რის გამოც, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]