weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გუგუტიანთკარს სარწყავი წყლის გამანაწილებელი ჭა ჯერჯერობით შეუფერხებლად ემსახურება

17:53 პარასკევი, 16 აგვისტო 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარს, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ბოლო დღეებში ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდნენ, სარწყავი წლის მიმღებ-გამანაწილებელი ჭა ამ დროისთვის შეუფერხებლად ემსახურება. ამის შესახებ „რეგინფოს“ შპს „საქართველოს მელიორაციის“ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა გაბრიელ მაზმიშვილმა განუცხადა.   

„ამ ჭაში სატუმბი სადგურიდან ამოქაჩული წყალი ჩადის და ორი არხით თვითდინებით ნაწილდება სოფელში.

მართალია, როდესაც ჭის მოწყობა მიმდინარეობდა, მავთულხლართი სიახლოვეს უკვე გავლებული იყო, მაგრამ ეს კონკრეტული წერტილი მდებარეობისა და ქანობების გათვალისწინებით შეირჩა.

ამდენად ეს არა ჩვენი სურვილი, არამედ ბუნებრივი აუცილებლობა იყო, რათა სოფელში წყლის განაწილება შესაძლებელი ყოფილიყო. ამ კონკრეტული ჭიდან წყალი მიეწოდება გუგუტიანთკარსა და სოფელ კოშკას ნაწილს. რაც შეეხება სათავე ნაგებობას, ის მდინარე პატარა ლიახვთან ახლოს, სოფელ მერეთთან ანუ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ ნაგებობიდან სოფლები - მერეთი, ზარდიანთკარი, გუგუტიანთკარი და კოშკა მარაგდება“, – განაცხადა გაბრიელ მაზმიშვილმა.

სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყეს და ბოლო სამი დღის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდნენ. შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა რჩება და ისინი ამ ტერიტორიაზე გადასვლას ვეღარ შეძლებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შიშობს, რომ სოფელი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]