weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსთავში მტკვარმა 35 წლის კაცის ცხედარი გამორიყა

14:52 კვირა, 18 აგვისტო 2019

რუსთავში დაკარგული 35 წლის კაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა. მას მაშველები ორი დღე ეძებდნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „112“-ში შევიდა ინფორმაცია მდინარეში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ.

„მაშველებმა ადგილზე მისვლისთანავე ნაპირზე აღმოაჩინეს მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი. ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებითაც. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]