weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეიზღუდა

13:43 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019

დღეიდან, 19 აგვისტოდან 22 აგვისტომდე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეზღუდული იქნება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, 125-ე კილომეტრზე, მდინარე თერგზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ყოველდღე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დანარჩენი სახის ავტომანქანების მოძრაობა თავისუფალია.

„დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]