weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლაგოდეხში ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ხანძარი გაჩნდა

16:19 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
ფოტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არქივიდან ფოტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არქივიდან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზის ორივე მხარეს ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობს და ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც „რეგინფოს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ უთხრა, აღარ არის საფრთხე, რომ ხანძარი ტყეზე ან დასახლებულ პუნქტებზე გავრცელდება.

„გზის ორივე მხარეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა დამწვარი. ამ დროისთვის ფართობი უცნობია. ცეცხლი გავრცელდა დაუმუშავებელ მიწებზე, ხეებსა და ბუჩქნარზე. ქარის გამო იყო საშიშროება, რომ ცეცხლი ტყის მიმართულებით წავიდოდა, თუმცა მეხანძრეებმა შეძლეს მისი ლოკალიზება“, – ამბობს გიორგი ღამბაშიძე.

რაც შეეხება ხანძრის გაჩენის მიზეზს, გიორგი ღამბაშიძის აზრით, ეს შესაძლოა ყოფილიყო ავტომობილიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვიც, რომელიც ხმელ ბალახზე აალდა.

ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო ავტომობილების მოძრაობა აკრძალული იყო. ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ გზა გაიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]