weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კიბერთაღლითობის შესახებ საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

18:32 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
ლევან სურგულაძე, ფოტო: საპენსიო სააგენტოს არქივი ლევან სურგულაძე, ფოტო: საპენსიო სააგენტოს არქივი

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ვებ-გვერდების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გამოჩენილი ვებ-გვერდები სააგენტოს სიმბოლიკას იყენებენ. საპენსიო სააგენტომ თაღლითური სქემის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. 

„ყალბ ვებ-გვერდებს საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი”,- აცხადებს სააგენტო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]